
კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ სეზონი დროებით შეწყვიტა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება NBA-ს ხელმძღვანელებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც კლუბ „იუტა ჯაზის“ ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაცია სეზონის შეჩერების შესახებ „იუტა ჯაზის“ და „ოკლაჰომა-სიტი ტანდერის“ მატჩის შეწყვეტის შემდეგ გავრცელდა.






















