
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 3 ადამიანს დაუდასტურდა. ყველა მათგანი რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნებული სტუდენტია.
ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი მკურნალობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ცნობისთვის, სოხუმში კარანტინში 256 ადამიანი რჩება.






















