
შსს-ს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 109 მოქალაქე დააჯარიმა.
მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 10 პირი დააჯარიმეს.
პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 13 ფაქტი გამოავლინა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
ბოლო მონაცემებით:
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა – 647
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 372
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4373 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















