12:35 | 2020-05-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვირუსის მეორე ტალღას მსუბუქად გადავიტანთ – ქართველი ინფექციონისტი

ვირუსის მეორე ტალღას მსუბუქად გადავიტანთ – ქართველი ინფექციონისტი

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ვირუსი მეორე ტალღა ქვეყანასი გაცილებით მსუბუქი იქნება. ამის შესახებ მან „იმედის დილაში“ საუბრისას განაცხადა.

 

როგორც იგი ამბობს, ახლა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოც ვირუსთან საბრძოლველად უფრო მზად არის.

 

„როდესაც პირველი ტალღა დაიწყო, ჩვენ არ ვიცოდით ეს რა იყო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამისთვის მზად არავინ იყო. ბოლომდე არ ვიცოდით, როგორ უნდა გვებრძოლა ამ ვირუსთან.

 

ზოგადად, მთელ საზოგადოებას არ გვქონდა ჩვევები, როგორ უნდა გვეცხოვრა. ახლა, მზად ვართ, ვიცით როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, როგორ დავიცვათ დისტანცია.

 

ამასობაში შეიქმნება ეფექტური მედიკამენტები, წამოგვეწევა ვაქცინა. ვირუსის მეორე ტალღა რომც იყოს, ჩვენ, მთელი საზოგადოება ბევრად უფრო მომზადებული შევხვდებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ მეორე ტალღას მსუბუქად გადავიტანთ“,- აღნიშნავს ინფექციონისტი.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართევლოში კორონავირუსის 647 შემთხვევაა დაფიქსირებული

 

გამოჯანმრთელებულია 372 ადამიანი.

 

გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4373 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: თეონა ყაჭიური

X