
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ კორონავირუსის რისკი შემცირებულია, რის გამოც გეგმური ოპერაციები განახლდება.
როგორც ჯანდაცვისი მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკები ინფექციის გავრცელების კონტროლის კუთხით მზად არიან და მათი მზაობა მნიშვნელოვნად მაღალია.
„უკანასკნელ პერიოდში, ანუ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირდა, შემცირდა გეგმური შემთხვევების ხარჯზე, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო.
გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში არ იყო ნამდვილად რეკომენდირებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, იმის გამო, რომ ვიყავით ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე.
ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, კლინიკების მზაობაც, ინფექციის კონტროლის კუთხით, მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეს იყო ეპიდემიის დასაყისში. უკვე ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს გეგმური ჩარევებისთვის“, – განაცხადა გაბუნიამ.






















