
COVID-19-ის პანდემიის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სოციალური დისტანცირებით უწევს ცხოვრება.
ამის გამო მოქალაქეები თავისი საყვარელი ადამიანები, ნათესავები, დედ-მამა და შვილიშვილები უკვე რამდენიმე თვეა არ უნახავთ.
მათ შორის არიან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები.
დღევანდელ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, ხათუნა ზახაშვილმა და პაატა იმნაძემ გაამხილეს რას გააკეთებენ პირველ რიგში პანდემიის დასრულების შემდეგ.
ცნობილმა სამეულმა ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა:
ხათუნა ზახაშვილი – ავიღებ შვებულებას და წავალ დასასვენებლად…
პაატა იმნაძე – ვნახავ შვილიშვილებს და ჩავეხუტები. შვილიშვილებთან ჩახუტება მენატრება.
ამირან გამყრელიძე – მეც დაახლოებით ეგრე ვარ. შვილიშვილები ყოველ დღე მეკითხებიან რაჭაში თუ წაგვიყვანო და მინდა, რომ ყველა ჩემს შვილიშვილთან ერთად წავიდე რაჭაში. თუ დამთავრდა პანდემია, ნამდვილად წავალთ ერთად…






















