
ირანი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის განსაკუთრებული საფრთხეა. საქართველოს პირველი არხის ცნობით, ამჟამად ეს ქვეყანა ყველა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა.
ირანი კორონავირუსის გავრცელებამდე კარგა ხნით ადრე გიორგი გველესიანმა დატოვა – ჩემპიონატის მეორეადგილოსანი „სეპაჰანის“ ქართველი მცველი ტრავმირებულია.
„კორონავირუსის გავრცელებას გამოვასწარი. თუმცა, საამისოდ, სასიამოვნო მიზეზი არ მაქვს – ირანი თვენახევრის წინ დავტოვე, რადგან მუხლის ოპერაცია დამჭირდა და ახლა რეაბილიტაციას გავდივარ. რაც შეეხება ირანში ქართველ ფეხბურთელებს, ბოლოს მხოლოდ სამნი ვთამაშობდით – მე და „შახინ ბუშერის“ ფეხბურთელები, გადრანი და ქვილითაია, რომლებმაც კორონავირუსის გამო ირანი უკვე დატოვეს, რაც პირველი არხის გადაცემიდან შევიტყვე” – ამბობს პირველი არხთან გიორგი გველესიანი.
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ლუკა გადრანმა განაცხადა, რომ მაქსიმე ქვილითაიასთან ერთად ირანიდან დაბრუნდა.
ირანის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ერთი თვით შეჩერდა. ქართველი ფეხბურთელები გადაწყვეტილებას ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.






















