02:28 | 2020-05-14 ავტორი: Prime Time

თუ პირობა არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მივცემთ – უდუმაშვილი

თუ პირობა არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მივცემთ – უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აჭარის ტელევიზიაზე სტუმრობისას განაცხადა, რომ თუ „ქართული ოცნება“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების პირობას არ შეასრულებს, მისი თანაგუნდელები საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

 

„ჩემი პარტიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ თუ არ შესრულდება ის პირობა, რომელიც ეხებოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ჩვენ არ მივცემთ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს.

 

პირობის არშესრულება კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს დღევანდელი პოლიტიკური ვითარების რადიკალიზაციას.

 

ჩვენ აბსოლუტურად ყველანაირ პირობებზე წავედით იმისთვის, რომ ქვეყანა გადასულიყო ნორმალურ წინასაარჩევნო რეჟიმში, ერთმანეთში ვიბრძოდით ჩვენი პროგრამებით და იმით თუ როგორ გვინდოდა ეს ქვეყანა წინ წაგვეყვანა.

 

ამის სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ამჯობინა კიდევ უფრო დაპირისპირებაზე წასვლა.

 

ბუნებრივია, პოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია იქნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.

 

თავისუფალი სივრცე

„ჩემი პარტიის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ თუ არ შესრულდა ბოლომდე დანაპირები სხდომებს არ დავესწრებით“-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.

Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Mittwoch, 13. Mai 2020

ავტორი: Prime Time

X