
სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე ცნობილი უკრაინელი პუბლიცისტს, დიმიტრი ჯანგიროვს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
კვლავ გრძელდება უკრაინაში და საქართველოში დისკუსია მსოფლიო დონის რეფორმატორია თუ არა (უკრაინის მოქალაქე) მიხეილ სააკაშვილი? ამ თემას ძალიან საინტერესოდ ეხმიანება ცნობილი უკრაინელი პუბლიცისტი, ბლოგერი დიმიტრი ჯანგიროვი, რომლის სტატიაშიც კარგად ჩანს საზოგადოების დამოკიდებულება ამ დანიშვნასთან მიმართებაში.
ჩვენთვის ჯერ კიდევ დასადგენია სააკაშვილის ესოდენ “მაღალ” თანამდებობაზე დანიშვნა შეთანხმებული იყო თუ “დიდ შვიდულის” ლიდერებთან, ნატოს და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან. აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა “გაქცეული პრეზიდენტის” უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის გარდა ყველას უფროსად დანიშვნა?
ახლა მას როგორც იქნა საქმეები გამოუჩნდა და მნიშვნელოვანია მისი ფაქტორის განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკაში, ეცლება თუ არა და მოახდენს თუ ვერა გავლენას პოლიტიკურ პროცესებზე? სააკაშვილი ყოველთვის იქნება ფაქტორი, თუმცა მისი გავლენა არაერთხელ ვნახეთ არჩევნების შედეგებზე 2013, 2014, 2016, 2017, 2018 წლებში და გამონაკლისი არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება.
ახლა მთელ მსოფლიოს ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ როგორი იქნება უკრაინაში “სააკაშვილის მეორედ მოსვლა” და როდის დაუპირისპირდება “დიდი რეფორმატორი” მისს დამნიშნავს, პრეზიდენტ ზელესკის“, – წერს ბოჟაძე.






















