14:13 | 2020-05-14 ავტორი: Prime Time

ავარია ქუთაისში – არის მსხვერპლი

ავარია ქუთაისში – არის მსხვერპლი

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ ავარია ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გარდაცვლილი ავტომობილის მძღოლია.

 

დაშავებული მამაკაცი კი, „მედიქალ სითის“ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ფილტვების დაჟეჟილობა და ხერხემლის ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.

 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X