
„თუ ფრანგული სამედიცინო კომპანია Sanofi ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნის და მას პირველ რიგში აშშ-ს გადასცემს, მიუღებელი ქმედება იქნება“, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აგნეს პანიერ რუნაშერიმ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, Sanofi-ს ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს უფლება მიიღოს ყველაზე დიდი წინასწარი შეკვეთა, რადგან ის რისკის ქვეშაა.
მსოფლიოში მრავალი ლაბორატორია მონაწილეობს კვლევაში Covid-19 ვაქცინის შესაქმნელად. ჩვეულებრივ, ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება.
„ჩვენთვის მიუღებელია ქვეყნის პრივილეგირება ფინანსური მიზეზების გამო“, – აცხადებს რუნაშერი.
გამოცემის თქმით, ევროკავშირმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ Covid-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანამ თანაბრად უნდა მიიღოს.
„Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა იყოს გლობალური საზოგადოებრივი სიკეთისთვის და მისი დაშვება უნდა იყოს თანაბარი და უნივერსალური“, – განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა AFP-თან მიცემულ ინტერვიუში.
ასევე დაგაინტერესებთ:
























