12:28 | 2020-03-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში სიარულს – წულუკიანი

სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში სიარულს – წულუკიანი

„გუშინ გვქონდა იუსტიციის სამინისტროს 30 მდე მთავარ მენეჯერთან შეხვედრა, დავგეგმეთ, რომ დღეს დღის ბოლომდე გამოიკვეთოს არა ადამიანები არამედ საქმიანობები, რომლის განხცორციელებაც შესაძლებელია სახლიდან“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, თითოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ან სხვა ქალაქში ყოფნას

 

„ჩვენ გუშინ გვქონდა იუსტიციის სამინისტროს 30 მდე მთავარ მენეჯერთან შეხვედრა, და დავგეგმეთ სხვადასხვა ღონისძიებები ერთ-ერთი არის სწორედ ის რომ დღეს დღის ბოლომდე გამოიკვეთოს არა ადამიანები არამედ საქმიანობები, რომლის განხცორციელებაც შესაძლებელია სახლიდან. ამ საქმიანობების განსაზღვრის შემდეგ ძალიან მარტივად შესაძლებელი იქნება თითოეულმა, რომ თითოეულ თანამშრომელს, რომელიც მოცემულ საქმიანობას ახორციელებს მივცეთ ინსტრუქცია, რომ ის აღარ გამოცხადდეს სამუშაო ადგილას და თავისი უფლებამოსილება განახორციელოს სახლიდან. ასევე გუშინ გაიცა ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, რომ  თითოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ან სხვა ქალაქში ყოფნას, ვიდრე ეს არის მისი სამუშაო ადგილის დასახლებული პუნქტი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X