20:34 | 2020-05-14 ავტორი: თამთა თორდია

აუცილებლად გადავრჩებით, ისევ მოვა გაზაფხული კორონას გარეშე – ლევან რატიანი 

აუცილებლად გადავრჩებით, ისევ მოვა გაზაფხული კორონას გარეშე – ლევან რატიანი 

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით დადგება მომენტი, როდესაც ეს ვირუსი საშიში აღარ იქნება.

 

„აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ეს ვირუსი ადამიანისთვის ასეთი საშიში აღარ იქნება, მაგრამ რეკომენდაციების გათვალისწინება არ უნდა დაგვავიწყდეს“,- განაცხადა მან post tv-ის ეთერში.

 

მისი თქმით, ისევ მოვა გაზაფხული კორონას გარეშე.

 

„თუ დავიცავთ სოციალურ და პირადი ჰიგიენის ელემენტარულ წესებს, აუცილებლად გადავრჩებით, ყველა ერთად ცხოვრებას გავაგრძელებთ და ისევ მოვა გაზაფხული კორონას გარეშე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X