15:40 | 2020-05-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

#სირცხვილია კახა კალაძეს დახმარებას სთავაზობს

#სირცხვილია კახა კალაძეს დახმარებას სთავაზობს

მოძრაობა #სირცხვილია 20 ივნისს პარლამენტთან აქციას გეგმავს და მანამდე, თბილისის მერს, კახა კალაძეს რეაბილიტაციის დასრულებაში დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ #სირცხვილიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„უკვე 113 დღეა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყეთ. ეს დრო საკმარისზე მეტია იმ მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, რაც დაგეგმილი გქონდათ.

 

2020 წლის 20 ივნისს, მთავრობის მტერთან ღიად კოლაბორაციონისტული ქმედებიდან 1 წლის თავზე, ვაპირებთ საპროტესტო აქციის მოწყობას. ამიტომ, რადგან თქვენ ვერ/არ ახერხებთ 1 245 მ² სივრცის 5 თვეში რეაბლიტაციას, მოძრაობა #სირცხვილია მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და დარჩენილი სამუშაოები შეასრულოს პირნათლად“, – ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობის განცხადებაში.

 

Per l'italiano scorrere verso il basso ⬇ 🇬🇪 🇮🇹 მივმართავთ თბილისის მერს კახა კალაძეს:უკვე 113 დღეა, რაც პარლამენტის…

Gepostet von სირცხვილია • Shame Movement am Donnerstag, 14. Mai 2020

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X