
როგორ შეიცვლება დევიზი დარჩი სახლში ამ კითხვაზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება.
მისი თქმით, ძალიან დიდი ხანი არ უნდა დავყოვნდეთ ისეთ სივრცეში სადაც ბევრი ადამიანი არის.
„დარჩი სახლში უნდა შევცვალოთ, როგორ ვიცხოვროთ კორონავირუსთან ერთად სანამ სიახლე არ გამოჩნდება და იმედია ეს იქნება ეფექტური.
ამიტომ ადამიანები ამ რესპირაციული დაავადების გავრცელების რისკის გამო, დიდხანს არ უნდა დაყოვნდნენ დახურულ სივრცეებში, სადაც ბევრი ადამიანი ერთადაა.
საჭიროა ნიღბის ტარება, ხელის ხშირი დაბანა, მისალმების ტრადიციაზე უარის თქმა.
შეიძლება წესების შემოტანა, ხელით მისალმება, იდაყვით მისალმება, ფეხით მისალმება. ამ ტრადიციის მოდიფიცირებას თუ შევძლებთ, ჩვენს ქვეყანაში ამას არ ექნება მასშტაბური ხასიათი“, – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 12.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3873 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 404 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















