21:13 | 2020-05-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პრეზიდენტის დეფინიცია: გამსახურდია და კოსტავა – პოლიტპატიმრები! ოქრუაშვილი და უგულავა – დამნაშავეები

პრეზიდენტის დეფინიცია: გამსახურდია და კოსტავა – პოლიტპატიმრები! ოქრუაშვილი და უგულავა – დამნაშავეები

პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას შემდეგ და წინა ხელისუფლების მიერ ასეულობით პოლიტპატიმრებით ციხეების გადავსების მაგივრად, დღეს საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ საქართველოში.

 

გასაგები რომ იყოს, პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება. იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია.

 

ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება. ამდენად, სრულიად მიუღებელია და უნდა დასრულდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიგი უგალავასა და ირაკლი ოქრუაშვილს იწყალებს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X