
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას შეწყალების შესახებ პირველი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ახლა ციხე უნდა დატოვოს გიორგი რურუამაც. ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა პოლიტკური პროცესები წავრმართოთ მწვავე კრიტიკის, მაგრამ სამუშაო რეჟიმში“, – აღნიშნა ბოკერიამ.
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი გურამ ჩალაგაშვილი, ასევე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებით ჩნდება საშუალება, რომ არჩევნები შედარებით თავისუფალ და დემოკრატიულ ჩარჩოებში წარიმართოს.






















