
ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავას თქმით, თუ საპატიმროდან გიორგი რურუაც არ გათავისუფლდება შეთანხმება ბოლომდე შესრულებული არ იქნება და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„იმედი მინდა გამოვთქვა, რომ გიორგი რურუა ასევე მალე დატოვებს საპატიმროს, სხვა შემთხვევაში, მოთხოვნა მოთხოვნად დარჩება და შესაბამისად ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, იმიტომ, რომ პირობა ეგრეა, როცა კაცი სიტყვას დებ ბოლომდე უნდა შეასრულო. არ არსებობს სანახევრად შესრულებული სიტყვა, ნავსი გატყდა და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ესე იქნება”, – აცხადებს უგულავა.






















