
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციონერი ლიდერების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ განმარტავს.
როგორც პრეზიდენტი ამბობს, მმართველი პარტიის რეაქცია მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ.
„ჩემი გადაწყვეტილება ჩემია და ესეც ნათლად ჩანს ჩემს გამოსვლაში, რომლის ყველა სიტყვა ავწონ-დავწონე. რაც შეეხება მმართველი პარტიის რეაქციას, ეს ალბათ მოულოდნელობას უნდა მივაწეროთ, დანარჩენი ლოგიკურად მათგან უნდა გაიგოთ“, – მისწერა „TV პირველს“ პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ,15 მაისს სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იღებს მისთვის უმძიმეს გადაწყვეტილებას და იწყალებს გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს.






















