10:47 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით საქართველოში 258 პაციენტი მკურნალობს

კორონავირუსით საქართველოში 258 პაციენტი მკურნალობს

ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი კოვიდინფიცირებულია. 4 მათგანი, ბოლნისიდანაა, ხოლო 4 უკვე არსებული ინფიცირებულების კონტაქტებია.

 

ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 31 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს. ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ისაუბრა.

 

რაც შეეხება, ზოგად მონაცემებს:

 

ბოლო 24 საათში 18 ახალი ინფიცირებულებიდან, 8 არის ბოლნისიდან (სოფელი გეტა, მუშევანი);

 

8 ახალი ინფიცირებული უკვე დადასტურებულების კონტაქტები არიან;

 

2 ახალი ინფიცირებული საკარანტინე სივრციდანაა;

 

ავტორი: Prime Time

X