
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ მუშევანს უკავშირდება. ჩატარებული 150 ტესტზე კი პასუხები უარყოფითია.
მუნიციპალიტეტის ცნობით, ორი პირი რომელსაც COVID-19 დაუდგინდა სოფელში დადასტურებული შემთხვევების მჭიდრო კონტაქტები არიან.
ამ დროის მონაცემებით, სოფელ მუშევანის კლასტერიდან 44 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 149 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 56 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით:
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3890 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















