19:48 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ძაღლი და მისი მეპატრონე გადაარჩინეს

მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ძაღლი და მისი მეპატრონე გადაარჩინეს

მაშველებმა ბათუმის სანაპიროზე ძაღლი და მისი მეპატრონე გადაარჩინეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

 

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ახალგაზრდა ქალი, ოთხფეხა მეგობართან ერთად, უსაფრთხო ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით უვნებლად ამოიყვანეს.

 

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ავტორი: Prime Time

X