22:22 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

ბათუმში COVID-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

ბათუმში COVID-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

აჭარის რეგიონში, კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

როგორც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, პაციენტმა კლინიკა „მედ ალფა” უკვე დატოვა.

 

კლინიკაში რჩება 2 პაციენტი.

 

ასევე დღევანდელი 29 პირის კვლევის პასუხი COVID-19-ზე უარყოფითია.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 3890 ადამიანი

 

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 357 ადამიანი

 

  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3

 

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: Prime Time

X