22:53 | 2020-05-17 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„გულზე ოთხი შუნტირება აქვს გაკეთებული, ადგილიც აღარ აქვს სტენტების” – როგორია ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა

„გულზე ოთხი შუნტირება აქვს გაკეთებული, ადგილიც აღარ აქვს სტენტების” – როგორია ზურა დოიჯაშვილის მდგომარეობა

უკვე რამდენიმე დღეა მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში აპარატზეა შეერთებული.

 

ის უგუნო მდგომარეობაშია, თუმცა ჩვენი რესპოდენტის თქმით, ექიმები გადარჩენის იმედს იძლევიან.

 

ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

 

„ზური, ჩემო ძმაო, არ ხარ შენ ის კაცი ასე ადვილად, რომ ნებდებოდე რაღაცეებს! იცი შენ, რომ მთელი საქართველო შენთანაა და შენზე ლოცულობს, ისიც იცი, რომ ყველას გვიყვარხარ ძმაო და ისიც იცი, რომ ნებისმიერ ომში შენს გვერდით ვართ ხოლმე. 

 

პირველი ფოტო 1998 წელს გადავიღეთ ჩემი „ვარსკვლავების“ რედაქციაში და მაგ დღის მერე ვძმაკაცობთ ზური, –  ეს, მეორე სქრინ-ფოტო ჩვენი ბოლო საუბრისასაა გადაღებული, ხოდა ხომ გახსოვს რით დავამთავრეთ საუბარი მაგ დღეს? 

 

 „ნიჩივო ბრაატ“, ყველაფერი კარგად იქნებაო, – მითხარი  ხოდა რავიცი ძმაო, მე შენგან დანაპირების არასრულება არ მსმენია….”

 

„პრაიმტაიმი“ ჟურნალისტს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, როგორია ახლა მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

– ისევ იგივე მდგომარეობაა, ზურა ისრაელის კლინიკაშია აპარატზე შეერთებული. თუმცა ექიმები დამამიმედებელ პროგნოზს იძლევიან და ჩვენც ამის იმედი გვაქვს.

 

– რამდენიმე დღის წინ, ბატონმა ნუგზარ კვაშალმა ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დოიჯაშვილს ზუსტი დიაგნოზი არ ჰქონდა დასმული, რა სჭირს ბატონ ზურას?

 

– გულის და ფილტვის პრობლემები. გულზე ოთხი შუნტირება აქვს გაკეთებული, ადგილიც აღარ აქვს სტენტების.

 

ახლა ვერც ვერავის ვეღარ ვეკონტაქტები ისრაელში. ბოლო მონაცემებით გულის პრობლემით მოათავსეს კლინიკაში.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X