
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა დღეიდან მოიხსნება:
მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება;
გაიხსნება სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები;
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები აღდგება;
3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნება.
ცნობისთვის, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.
1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.
ასევე, დაგაინტერესებთ: ხათუნა ზახაშვილი სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის რეკომენდაციებს განმარტავს






















