09:35 | 2020-05-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დუშეთელი კაცი დის ცემის გამო დააკაცეს

დუშეთელი კაცი დის ცემის გამო დააკაცეს

პოლიციამ დის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

დაკავებულმა მამაკაცმა დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დუშეთში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა რომ, დაკავებულმა კაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X