18:24 | 2020-05-18 ავტორი: Prime Time

ოპოზიცია 20 ივნისის აქციისთვის ემზადება

ოპოზიცია 20 ივნისის აქციისთვის ემზადება

დღეს ოპოზიციურ პარტიებს შორის მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლიდერებმა განაცხადეს, რომ 20 ივნისს აქციისთვის ემზადებიან.

 

ციხიდან ახლადგამოსული გიგი უგულავა 20 ივნისს, აქციის დაგეგმვას ლოგიკურად მიიჩნევს.

ლოგიკური და სწორია, 20 ივნისს აქცია ორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია. ამავე დროს პოსტპანდემიურ თუ პანდემიურ პირობებში ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ჯანსაღ აზრთან არის ახლოს. 20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, განახლების და ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას სჭირდება შეხსენება რა მოხდა 20 ივნისს.

ის, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა მოხდა 20 ივნისს, პარლამენტის წინ, და ის რომ დღესაც პრემიერად სწორედ იმ სისხლიანი ღამის მთავარი შემოქმედი უზის ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ ესეც ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია

 

ოთხი დღის წინ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც საპროტესტო აქციების ორგანიზატორია, თბილისის მერს მიმართა. აქტივისტებმა კახა კალაძეს სთხოვეს, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებში თვითონაც ჩაერთვებოდნენ, რადგან პროცესი გაჭიანურდა და მათ 20 ივნისს აქციის გამართვა

სურდათ.

Per l'italiano scorrere verso il basso ⬇ 🇬🇪 🇮🇹 მივმართავთ თბილისის მერს კახა კალაძეს:უკვე 113 დღეა, რაც პარლამენტის…

Gepostet von სირცხვილია • Shame Movement am Donnerstag, 14. Mai 2020

 

ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა 20 ივნისს აქცია, ტრადიციულად, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით.

 

2019 წლის 20 ივნისს, საპროტესტო აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა.

 

აქტივისტების პარლამენტში შეღწევის მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა და წინააღმდეგობა სამართალდამცავებმა გაუწიეს. საბოლოოდ, ძალოვანებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ავტორი: Prime Time

X