
უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის მშენებლობისას დაშავებულ მუშას ქვედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა.
დაშავებული ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედში“ მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, ერთი კიდურის შენარჩუნება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
მედიკოსები იმედოვნებენ, რომ მამაკაცს მეორე ფეხს სრულად შეუნარჩუნებენ.
შეგახსენებთ, აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულ 59 წლის მამაკაცს ორივე ფეხზე ტრაქტორმა გადაუარა. დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს და მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, დაშავებული იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულა.
მათივე ინფორმაციით, 59 წლის მამაკაცის მკურნალობის ხარჯებს მშენებელი კომპანია სრულად დაფარავს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.






















