
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა აჭარის ტელევიზიაზე სტუმრობისას განაცხადა, რომ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების დროს, პრეზიდენტი დამოუკიდებლად არ მოქმედებდა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და გიგა ბოკერიას შორის გარიგება შედგა.
„ვერ ვიტყვი რომ ეს იყო პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ამას წინ უძღვოდა მთელი პროცესები. ამაზე ხშირად ვსაუბრობდი და დღესაც მინდა გავიმეორო რა ხდებოდა ელჩებთან შეხვედრის ფორმატზე.
კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების ბოლოს დაიდო ორი დოკუმენტი და მეორე დოკუმენტი მაგიდაზე გაჩნდა სრულიად მოულოდნელად, რომელსაც მე ხელი არ მოვაწერე.
მინდა მიაქციოთ ყურადღება ერთ გარემოებას, ეს დოკუმენტი ე.წ. მართლმსაჯულების და ე.წ პოლიტპატიმრების შესახებ როგორ იყო კომენტირებული ერთის მხრივ ბოკერიას და მეორეს მხრივ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ.
ბატონი ბოკერია და ბატონი გრიგოლ ვაშაძე ამბობდნენ, რომ ამ დოკუმენტში გულისხმობენ უგულავას და სხვა პირების გათავისუფლებას. „ქართული ოცნების“ ლიდერები კი ამბობენ, რომ აქ გულისხმობენ ზოგად სულისკვეთებას, რომ მართლმსაჯულება თავისუფალი იყოს პოლიტიკური წნეხისაგან, მაგრამ ამ დოკუმენტს ორივემ მხარემ მაინც მოაწერა ხელი“, – ამბობს ინაშვილი ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის აზრით სალომე ზურაბიშვილი არ მოქმედებდა დამოუკიდებლად როცა გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით „გარიგება შედგა „ქართულ ოცნებასა“ და ბოკერიას შორის“. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Montag, 18. Mai 2020






















