
იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შეიძლება არ ჰყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ მეტი მაჟორიტარი იყოს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„რეალურად, „ქართული ოცნება“ შეთანხმებას შეასრულებს პირნათლად. გუნდი მთლიანად დაუჭერს მხარს 120/30-ზე სისტემას, მაგრამ თუ ისინი გადაწყვეტენ, სხვასაც აიყოლიებენ ოპოზიციიდან და ისევ დარჩება 77/73-ზე, ამ შემთხვევაშიც ძალიან მყარად, დიდი უპირატესობით მოვიგებთ.
მე მგონი, ამათ არ ჰყოფნით უკვე ადგილები, იმიტომ რომ იმდენმა განაცხადა მაჟორიტარობაზე პრეტენზია, რომ შეიძლება არ ჰყოფნით ახლა 30 ადგილი და სჭირდებათ მეტი მაჟორიტარი იყოს.
ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ რეალურად, თუ ერთ ადამიანზე, ერთ კრიმინალზე ჩამოკიდებენ ამ პროცესს და იტყვიან, რომ თუ კონკრეტული ადამიანი არ გათავისუფლდა, თუ ხელისუფლება არ ჩაერია მართლმსაჯულებაში და მისი გარეთ გამოშვება არ უზრუნველყო, მაშინ ჩვენ არ მივცემთ ხმას, ეს მათი საქმეა.
ნებისმიერ შემთხვევაში, 120/30-ზე იქნება, ძველი სისტემით იქნება, რომელიც სხვათაშორის, თავის დროზე თავად ჩააგდეს და მაშინ საზოგადოება მოატყუეს და თუ იგივეს გააკეთებენ დღესაც, მაშინ არც ის არის პრობლემა, რომ გავიდეთ იგივე სისტემით და იგივე სისტემით კიდევ უფრო მაგრად დავამარცხოთ და კიდევ უფრო მყარი გამარჯვება მოვიპოვოთ არჩევნებში,“- განაცხადა მდინარაძემ.
დაგაინტერესებთ: ნებისმიერი გზით ვაპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას, ეს იქნება არჩევნები, თუ რევოლუცია – მურმან დუმბაძე
რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება?! – არჩევნები 2020






















