16:46 | 2020-05-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პენსიები გაიზრდება – ირაკლი კოვზანაძე

პენსიები გაიზრდება – ირაკლი კოვზანაძე

დღეიდან, პარლამენტი იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების ზრდას ინდექსაციის ფორმულის მიხედვით ითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც არის ჩადებული გარკვეული მოცულობები, არანაკლებ 20 ლარისა და არანაკლებ 25 ლარისა ზრდის კუთხით.

 

ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ - სრული განმარტება
2020-05-04ჯგუფები, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ - სრული განმარტება

 

იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები, პენსიების ზრდის მორიგი ეტაპი დაპირებისამებრ განხორციელდება და წლევანდელ ბიუჯეტში ამისთვის თანხა უკვე გაწერილია.

 

ისიც უნდა ითქვას, რომ წელს, პირველი იანვრიდან პენსიები ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის 20 ლარით გაიზარდა და შეადგენს უკვე 220 ლარს”, – განმარტა კოვზანაძემ.

 

დაგაინტერესებთ: 10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

ცნობისთვის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს „პენსიების ინდექსაციის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა​.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X