20:31 | 2020-05-19 ავტორი: ალექსი ქამადაძე

გამოჯანმრთელებულ პაციენტთან კორონავირუსის განმეორებით გამოვლენა უჩვეულო არ არის – პაატა იმნაძე

გამოჯანმრთელებულ პაციენტთან კორონავირუსის განმეორებით გამოვლენა უჩვეულო არ არის – პაატა იმნაძე

ეს არ არის ახალი და უჩვეულო შემთხვევა, ეს ჯერ კიდევ ჩინეთში იყო დაფიქსირებული, მერე კორეაში იყო თუ არ ვცდები, 150-მდე ასეთი შემთხვევაა აღწერილი, – ასე გამოეხმაურა პაატა იმნაძე, საჩხერეში COVID-19-ისგან განკურნებული მამაკაცის ხელმეორედ დაინფიცირებას.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ვინაიდან კორონავირუსი მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ამოუცნობი დაავადებაა, გამოჯანმრთელებულ პაციენტს 2 კვირის განმავლობაში საზოგადოებაში არ აბრუნებენ.

 

„ჩვენ გვყავდა საქართველოში პაციენტი, რომელიც იმის შემდეგ, რაც აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ორი თვე იყო ამ ვირუსის მატარებელი.

 

თუმცა, აქაც არსებობს სხვადასხვა თეორიები, მეცნიერული მოსაზრებები, იმის შესახებ რომ ეს ვირუსი ვთქვათ, არ არის ცოცხლი, ანუ ვირუსი თვითონ არ არის ცოცხალი. მოგხსენებათ, ჩვენი დიაგნოსტიკის მეთოდი ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენას ემყარება.

 

არის თეორია, რომ ეს ვირუსი კი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი რივონეპლეინის მჟავის ნარჩენები მაინც არის ორგანიზმში და მას აღმოაჩნეს ტესტები.

 

შეიქმნა ნანოტესტი, რომელიც კორონავიურსს ნახევარ წუთში ადგენს
2020-05-12შეიქმნა ნანოტესტი, რომელიც კორონავიურსს ნახევარ წუთში ადგენს

 

ასევე ბევრი კამათი იყო იმაზეც, როცა ავადმყოფს აღარ აქვს და მერე ისევ გამოავლინდება ეს ვირუსი, აქაც რა ხდება – თავიდან ინფიცირებაა, იმიტომ რომ ეს დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს, თითქოს გაქრა ვირუსი, მაგრამ სადღაც ორგანიზმში რჩება.

 

ბევრი თეორიაა, ფაქტი ერთია, ასეთი რაღაცეები ხდება ამ დაავადების დროს.

 

ამიტომაც არის, რომ ყველა გამოჯანმრთელებული, მას შემდეგ რაც 2 ტესტი უარყოფითი ექნება, პირდაპირ საზოგადოებაში არ ბრუნდება და ისევ გადადის 2-კვირიან თვითიზოლაციაში“, – განაცახდა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

 

6 წლის ბიჭს დაბადების დღის წვეულება ჩაეშალა, თუმცა აი, რა სიურპრიზი მოუწყეს მას
2020-03-276 წლის ბიჭს დაბადების დღის წვეულება ჩაეშალა, თუმცა აი, რა სიურპრიზი მოუწყეს მას

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრში განკურნებულ მამაკაცს კორონავირუსი განმეორებით დაუდგინდა.

 

ბოლო მონაცემებით: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევამ 700-ს გადააჭარბა. 

 

აქედან გამოჯანმრთელებულია 459 ადამიანი. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X