22:37 | 2020-05-19 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ივანიშვილმა ყველაფერი ხონჩით გვაჩუქა მეც და უგულავასაც – ირაკლი ოქრუაშვილი

ივანიშვილმა ყველაფერი ხონჩით გვაჩუქა მეც და უგულავასაც – ირაკლი ოქრუაშვილი

„უნიჭო სპექტაკლი, რაც დადგეს, ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ რაღაცნაირად დავემცირებინე , – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

ოქრუაშვილი ამბობს, რომ  მისთვის დაპატიმრება მოულოდნელი არ ყოფილა.

 

„როგორც წესი, პოლიტიკოსს როცა აპატიმრებენ, ეს მოულოდნელი მისთვის არ არის, ჩემ შემთხვევაში ასე იყო. გიგი უგულავას შემთხვევაშიც ასე იყო დარწმუნებული ვარ.

 

თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ მანდ - მიხეილ სააკაშვილი
2020-01-15თქვენ ჩამოხვალთ ჩემი ჩვენებების ჩასაწერად თუ მე ჩამოგაკითხოთ მანდ - მიხეილ სააკაშვილი

 

გავრილოვის ღამის“ მერე საფრანგეთში ვიყავი წასასვლელი, წინასწარ მქონდა დაგეგმილი, ოჯახთან ერთად მივდიოდი, იძულებული გავხდი ეს ვიზიტი გადამედო იმის გამო, რომ გაჩნდა ვერსია, ნიკა მელიას აპატიმრებდნენ.

 

გიგი უგულავაზეც იყო საუბარი, ჩემი მხრიდან წასვლა ძალიან ცუდად იქნებოდა საზოგადოების მიერ აღქმული და ბუნებრივია, ეს გავაუქმე.

 

დაკითხვებზე ვიარე, წერილობით მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუ რამე გინდათ, აქ ვარ-მეთქი, პასუხი არ გამცეს. ჩავთვალე, რომ არაფერი ხდებოდა და არავინ ამას ცუდ ტონად არ ჩამითვლიდა და წავედი.

 

მას შემდეგ, რაც ჩემი დაცვის წევრი კობა კოშაძე დაიჭირეს და მეც შემომითვალეს, აღარ ჩამოხვიდე, ეს ადამიანი იმისთვის დავიჭირეთ, რომ დამაჯერებელი ყოფილიყო შენთვის, როგორც გზავნილიო, იძულებული გავხდი, რომ ჩამოვსულიყავი.

 

სალომე ზურაბიშვილი ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მისი ძუძუები მლოცავდნენ - გიგი უგულავა
2020-05-15სალომე ზურაბიშვილი ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მისი ძუძუები მლოცავდნენ - გიგი უგულავა

 

 

უნიჭო სპექტაკლი, რაც დადგეს, ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ რაღაცნაირად დავემცირებინე. დაკითხვაზე მივედი სასამართლოში, რომ დავებარებინე, ჩვეულებრივად გამოვცხადდებოდი, მივდიოდი, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა.

 

მაგრამ ხელბორკილები დამადეს ქუჩაში და უნდოდათ ეჩვენებინათ თითქოს, ეს ჩემთვის დამამცირებელია, მაგრამ არაფერი, რა მიიღეს?.

 

უნდა მევლო მთელი ერთი წლის განმავლობაში ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ, უბან-უბან და კამპანია მეტარებინა ხალხისთვის.

 

რაღაც პროგრამა უნდა წარმედგინა, ამაში გარკვეული ფინანსების და რესურსების დახარჯვაა საჭირო, უნდა მეწვალა, ათიდან რამდენ ადამიანს დავარწმუნებდი, კიდევ კაცმა არ იცოდა.

 

ყველაფერი ივანიშვილმა ხონჩით გვაჩუქა მეც და უგულავასაც“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X