09:15 | 2020-05-20 ავტორი: თათია ცუკოშვილი

გიორგი რურუას პროცესზე სამ მოწმეს დაკითხავენ

გიორგი რურუას პროცესზე სამ მოწმეს დაკითხავენ

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა განახლდება.

 

სხდომა ნაწილობრივ დისტანციური იქნება. ბრალდებული პროცესს დისტანციურად ვიდეოზარის მეშვეობით დაესწრება.

 

დღევანდელ პროცესზე ბრალდების სამი მოწმე დაიკითხება.

 

პატიმრები თუ პოლიტპატიმრები? - რას ედავებიან ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას
2020-05-14პატიმრები თუ პოლიტპატიმრები? - რას ედავებიან ოქრუაშვილს, უგულავას და რურუას

 

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

 

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X