09:52 | 2020-05-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

მოსკოვთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

მოსკოვთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

მოსკოვთან ახლოს სამხედრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. სამხედრო-სასწავლო ფრენისას, სამხედრო ვერტმფრენი МИ-8 ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

 

უცხოური მედიის ცნობით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა.

 

კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე საბრძოლო აღჭურვილობა არ იყო.

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X