13:30 | 2020-05-20 ავტორი: თეონა ყაჭიური

ასაკის შემდეგ სიმსუქნე მეორე რისკ-ფაქტორია კორონავირუსის დროს – თენგიზ ცერცვაძე

ასაკის შემდეგ სიმსუქნე მეორე რისკ-ფაქტორია კორონავირუსის დროს – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი სიმსუქნე შეიძლება იყოს. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა, რამაც ეს მოსაზრება დაადასტურა.

 

„ნიუ-იორკში ჩაატარეს კვლევა 4 ათასზე მეტ კოვიდიან პაცინეტში. მივიდნენ საინტერესეო დასკვნამდე, რომ სიმსუქნე არის მეორე რისკ-ფაქტორი ასაკის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის პირობებში.

 

ეს კვლევა საკმარისია იმის სახსენებლად, რამდენად უარყოფითია სიმსუქნე კოვიდ ინფექციის დროს. სიმსუქნე, ზოგადად, ხშირად ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, რომელიც თავის მხრივ რისკ-ფაქტორია“,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

 

მისივე განმარტებით, ამერიკაში ბევრი 60 წელს ქვემოთ ადამიანი დაიღუპა. ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი კი სწორედ სიმსუქნე იყო.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X