
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი „ავადმყოფი ქალია“, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს. ინფორმაციას Nypost -ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, კორონავირუსის პრვენციისთვის ჰიდროქსიქლოროქინის მიღებასათან დაკავშირებით.
პელოსის თქმით, „ჭარბი წონის“ მქონე პრეზიდენტი პრეპარატის დალევით ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
„მე მას არ ვუპასუხებ. ვთვლი, რომ ის დროის კარგვაა“,- განაცხადა ტრამპმა.
დაგაინტერესებთ: ჰიდროქსიქლოროკინის მიმღებ პაციენტებში სიკვდილის უფრო მაღალი რისკი დაფიქსირდა – CNN






















