
ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი იმ რეკომენდაციებს განმარტავს, რომელიც მოსახლეობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ უნდა დაიცვას.
ზახაშვილმა ტრანსპორტის მუშაობის ფორმაზეც ისაუბრა.
„მცირე რაოდენობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს შორის სათანადო მანძილი უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ პირდაპირი წვეთით ამ ინფექციის გავრცელება არ მოხდეს.
დანარჩენი ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების სოციალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული და თვითკონტროლზე იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ, გიღირთ ამ ტრანსპორტში ჩაჯდომა, თუ არა.
თუ თქვენი გადაადგილება იმდენად შორსაა, რომ ამ მანძილის დაფარვა ფეხით შეუძლებელია, რა თქმა უნდა, სჯობს ტრანსპორტით ისარგებლოთ.
ყველა სხვა დანარჩენს, ვისაც გასავლელი მანძილის ფეხით დაფარვა შეუძლია, დაუთმოს სატრანსპორტო საშუალება მათ, ვისთვისაც ეს შეუძლებელია“, – აცხადებს ხათუნა ზახაშვილმა.






















