21:14 | 2020-05-20 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

სპუტნიკ აფხაზიას“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა.

 

გამოცემის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება 90 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც, ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

დაინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირების სულ 25 შემთხვევაა დადასტურებული.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X