00:56 | 2020-05-21 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რა ასწავლა პანდემიამ ლელა მებურიშვილს – მან კარანტინი აგარაკზე გაატარა

რა ასწავლა პანდემიამ ლელა მებურიშვილს – მან კარანტინი აგარაკზე გაატარა

პანდემიამ, კარანტინში ყოფნამ და ცხოვრების რიტმის რადიკალურმა ცვლილებამ, ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. გამონაკლისი ამ კუთხით არ ქართველი სელებრითები აღმოჩდნენ.

 

სოციალურ ქსელში დადებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მსახიობმა ლელა მებურიშვილმა, კარანტინის პერიოდი შვილებთან ერთად აგარაკზე გაატარა.

 

მსახიობი ფიქრობს, რომ იზოლაციამ და შეზღუდვებმა ადამიანებზე გარკვეულ წილად დადებითად იმოქმედა და თავისი ნააზრევი საზოგადოებას სოციალურ ქსელში გაუზიარა.

 

„მიხარია, რომ უფრო ნაკლები აგრესია იგრძნობა ხალხში, თითქოს უფრო ლმობიერები და ნაკლებად ცინიკურები მეჩვენებიან. იმედია ასეა და უბრალოდ შორიდან არ ვტყუვდები.

 

არა ალბათ მართლა რაღაც შეიცვალა უკეთესობისკენ და როცა ყველაფერი ისევ ძველებურად აგუგუნდება, ადამიანები მეტად დავაფასებთ ერთმანეთს, ნაკლებად ვატკენთ უსამართლოდ, უფრო ყურადღებიანები ვიქნებით და მზრუნველები… ეჰ, ნეტა მართლა ესე მოხდეს. ვნახოთ!“- წერს მსახიობი

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X