11:04 | 2020-05-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

რეინფიცირების დროს ვირუსი მკვდარია და საფრთხეს არ წარმოადგენს – მაკა სოლოღაშვილი

რეინფიცირების დროს ვირუსი მკვდარია და საფრთხეს არ წარმოადგენს – მაკა სოლოღაშვილი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი რამდენიმე რეინფიცირების შემთხვევას განმარტავს. როგორც იგი ამბობს, რეინფიცირების დროს ვირუსი არის მკვდარი და არ წარმოადგენს საფრთხეს.

 

„როგორც ცნობილია, განმეორებითი ინფიცირების შემთხვევებიდან არცერთი მათგანი არ წარმოადგენს საფრთხეს, მით უმეტეს, გაწერა ხდება საკარანტინე ზონაში ან თვითიზოლაციის პირობით. ხელახალი ვირუსის გამოჩენა კვლევაში ხდება უკვე მკვდარი ვირუსი სახით. ეს კი არ წარმოადგენს გადადებისთვის რისკს.

 

მეორადი დადასტურების დროს გართულების რისკზე ვერაფერს გეტყვით. ზოგადად, ეს ვირუსი ძალიან მრავალფეროვანია“,- აღნიშნავს მაკა სოლოღაშვილი.

 

კიდევ ერთ განკურნებულ პაციენტს Covid 19 ხელახლა აღმოაჩნდა - რას უყვება „პრაიმტაიმს“ ინფიცირებული
2020-05-20კიდევ ერთ განკურნებულ პაციენტს Covid 19 ხელახლა აღმოაჩნდა - რას უყვება „პრაიმტაიმს“ ინფიცირებული

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის 721 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 485 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 12 ადამიანი. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3519 ადამიანი, სტაციონარში რჩება 351.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X