
„ირაკლი კობახიძის თავდაჯერებულობის ზოგად საფუძვლად მე მისი ინტელექტის შეზღუდულობა მიმაჩნია“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედავალ ფიფხაძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
„ირაკლი კობახიძის თავდაჯერებულობის ზოგად საფუძვლად მე მისი ინტელექტის შეზღუდულობა მიმაჩნია.
აქედან გამომდინარე მას სრული საფუძველი აქვს თავისი ინტელექტიდან გამომდინარე, იყოს თავდაჯერებული და ვერ აღიქვამდეს რეალობას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გუშინ POST TV-ის ეთერში განაცხადა, რომ ,მარგინალური” ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ლეიბორისტების ოფისშია შეკრებილი, საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება.
მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას წარმატების არანაირი რესურსი არ აქვს.























