
გიორგი გახარიას მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს პარლამენტში მოსვლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინაარძემ აღნიშნა, რომ მას ბევრი კითხვა პრემიერთან არ აქვს. რაც შეეხება ოპოზიციას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ისინი კვლავაც სპეკულაციებით არიან დაინტერესებულნი.
„მე პირადად ბევრი კითხვა არ მაქვს პრემიერთან, რადგან ჩართული ვარ ყოველდღიურად, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში, როგორც ბევრი პარლამენტარი.
ოპოზიცია ამბობდა, რომ თითქოს გიორგი გახარიას გული უსკდებოდა პარლამენტში მოსვლაზე და მათი კითხვების გაგონებაზე, თუმცა, 27- შიც მოდის, 29 – შიც ინტერპელაციით მოდის. ივნისში უკვე რეგლამენტის თანახმად მოუწევს.
მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევს მოსვლა და ყველა კითხვას დარწმუნებული ვარ, ამომწურავ პასუხებს გასცემს. ერთ მხარეს არის საქმე, მეორე მხარეს – სპეკულაცია, რომელიც მაგალითად ამაში გამოიხატება:
29 – ში როცა იბარებდნენ ინტერპელაციის წესით, ზუსტად იცოდნენ, რომ ამის მერე 2 დღეში უნდა ყოფილიყო წერილობითი ანგარიში წარმოდგენილი პარლამენტში.
დარწმუნებული ვარ, რეგლამენტი ყველას აქვს წაკითხული და თუ არ აქვთ, ცალკე პრობლემაა;
შემდეგ მომდევნო თვეში უნდა მოვიდეს და ამ ანგარიშზე უნდა ისაუბროს.
რადგან ასე აინტერესებთ დეტალები, პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ 27 – შიც მოვა, 29 – შიც და ივნისშიც,”- განაცხადა მამაუკა მდინარაძემ.
























