
შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე კორონავირუსით ყველაზე მეტი გარდაცვლილია. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მაგალითი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
„დღეს შვედეთში ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე მეტი გარდაცვალებაა და იქ შეზღუდვების შემოღებაზე ახლა ფიქრობენ. დაახლოებით ასჯერ მეტი გარდაცვალება აქვთ მათ ერთ მილიონ მოსახლეზე, ვიდრე საქართველოს, ვიდრე დანიას, ვიდრე ნორვეგიას, რომლებმაც მკაცრი ზომები შემოიღეს თავიდან.
ახლა დროდადრო შეამსუბუქებენ ამ ზომებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.























