19:21 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

თვითიზოლაციაში მყოფი დუმის დეპუტატი პუტინთან შეხვედრაზე მივიდა

თვითიზოლაციაში მყოფი დუმის დეპუტატი პუტინთან შეხვედრაზე მივიდა

რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი კატასოვი საფრანგეთიდან დაბრუნდა და ეს ფაქტი დამალა. ის წესით თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ კატასოვი დუმის სხდომებს დაესწრო – ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირენოსვკიმ განაცხადა.

 

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ სერგეი კატასოვი იმ სხდომასაც დაესწრო, სადაც სასაკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უსმენდნენ.

 

“ის გამოცხადდა აქ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ის შეიძლება უკვე ვირუსის მატარებელი იყოს. საშინელი საქციელია, მას ყველა ფეხებზე ვკიდივართ. შესაძლოა, მან უკვე ათობით ადამიანი დააინფიცირა”, — განაცხადა ჟირინოსვკიმ.

 

სერგეი კატასოვს ორი კვირით საკანონმდებლო ორგანოს საშვი გააუქმეს. დეპუტატებს ნაწილი კი თვითიზოლაციაში მოექცევა.

ავტორი: Prime Time

X