19:03 | 2020-05-21 ავტორი: თამთა თორდია

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სამოქალაქო მოძრაობას „ხალხისთვის“ აფუძნებს.

 

ანა დოლიძე ხალხს მანიფესტით მიმართავს: „გავერთიანდეთ და შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის!“
2020-05-21ანა დოლიძე ხალხს მანიფესტით მიმართავს: „გავერთიანდეთ და შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის!“

 

მისი თქმით, მოძრაობის მიზანია სუფთა ხელებით, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა.

 

„ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომელიც უკეთეს მომავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომელიც ხელისუფლებამ დაივიწყა.

 

ჩვენ უნდა შევქმნათ ხალხის ხელისუფლება ხალხისთვის,- განაცხადა ანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე.

ავტორი: თამთა თორდია

X