20:03 | 2020-05-21 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კობახიძე: ოპოზიციის შენიშვნები ღიმილისმომგვრელი იყო

კობახიძე: ოპოზიციის შენიშვნები ღიმილისმომგვრელი იყო

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტზე ოპოზიციის შენიშვნები ღიმილისმოგვრელი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მოცემული კანონპროექტი მხოლოდ ეპიდემიის პირობებში იმოქმედებს, აქედან გამომდინარე, არავითარი რისკი, რომ უვადოდ იმოქმედოს ასეთმა შეზღუდვებმა, არ არსებობს.

 

„პანდემია დასრულდება და ამის შემდგომ აქტუალობას დაკარგავს ის ნომრები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. მე ასევე მინდა საერთაშორისო პრაქტიკას მოვუხმო.

 

არის მთელი რიგი პრეცედენტები საზღვარგარეთის ქვეყნებში, განვითარებულ, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყნებში.

 

კობახიძის თავდაჯერებულობის საფუძვლად მე მისი ინტელექტის შეზღუდულობა მიმაჩნია - გედევან ფოფხაძე
2020-05-21კობახიძის თავდაჯერებულობის საფუძვლად მე მისი ინტელექტის შეზღუდულობა მიმაჩნია - გედევან ფოფხაძე

 

 

მაგალითად ერთ-ერთი არის გერმანული კანონი „ინფექციისგან დაცვის შესახებ“, რომელიც კიდევ უფრო შორს მიდის, კანონის დონეზე ადგენს ბევრად უფრო ფართო შეზღუდვებს და აძლევს მთავრობას ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.

 

 

ბუნებრივია, ჩვენ გერმანიას უნდა გავეჯიბროთ სტანდარტებით და გერმანია არის მაგალითი, რომ შესაძლებელია მთავრობას მიენიჭოს ამ შემთხვევაში გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X