
ორმხრივი დისკუსიები მიმდინარეობს, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რათა ზაფხულის სეზონი არ დაიკარგოს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
„ამის მიზეზი არის არა მხოლოდ საქართველოში არსებული სიტუაცია, რომელსაც ტურისტების მიზიდვის პოტენციალი ნამდვილად აქვს.
ასევე, არსებობს შიდა განზომილება ევროკავშირში, სადაც ტურიზმის მინისტრები შეთანხმდნენ შენგენის ზონაში ტურიზმის აღდგენის ერთობლივ გეგმაზე.
აქედან გამომდინარე, ყველაფერი დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად იმოქმედებს თავად ევროკავშირი.
ეს არის სფერო, სადაც რაც შეიძლება მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპელი ტურისტების სამოგზაურო რუკაზე საქართველო აუცილებელად დარჩეს, მაშინ როდესაც ტურიზმის მინისტრები და სხვები ამ საკითხებს განიხილავენ.
ეს ჩემი პრიორიტეტია, რათა საქართველოში არსებული ვითარება ყველასთვის კარგად იყოს ცნობილი“, – განცხადა კარლ ჰარცელმა.
























