00:57 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

ჩოხატაურში, 26 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

ჩოხატაურში, 26 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

პოლიციამ ჩოხატაურის სოფელ გუთურში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს,

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავის ნაცნობს – 1993 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

შვილის მკვლელობა შურისძიების მიზნით - გურიაში მომხდარი მკვლელობის ვერსიები
2020-05-21შვილის მკვლელობა შურისძიების მიზნით - გურიაში მომხდარი მკვლელობის ვერსიები

 

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

X