08:21 | 2020-05-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

დღეს, ნიკოლოზობასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენს

დღეს, ნიკოლოზობასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქი წირვას აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე წირვა-ლოცვას აღასრულებს.

 

ღვთისმსახურება სიონის ტაძარში დილის 10:00 საათზე დაიწყება.

 

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.

 

რამდენი ადამიანი ეზიარა აღდგომის დღესასწაულზე
2020-05-08რამდენი ადამიანი ეზიარა აღდგომის დღესასწაულზე

 

ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X